შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/) საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში მექნიკოსის თანამდებობაზე:
კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
- დამფასოებელი/ჩამომსხმელი დანადგარების ტექნიკური გამართულობის და ჰიგიენური პირობების ყოველდღიური შემოწმება;
- სანიტარული დღის დროს მანქანა-დანადგარების სრული დაშლა-აწყობა;
- მინიმალური ტექნიკური გაუმართაობის დროული და ეფექტური გამოსწორება;
- მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში დამხმარე სპეციალისტების ინფორმირება და დროული რეაგირება;
- სტანდარტებთან მიმართებაში, მანქანა-დანადგარების ტექნიკური პარამეტრების ყოველდღიური კონტროლი;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეტის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები
სამუშაო განრიგი: ცვლაში მუშაობის განრიგი
მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობა
- დისციპლინა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ტექნიკურ საკითხებთან შეხება ან გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
ჩვენ გავაზობთ:
- კარიერული წინსვლას;
- გრძელვადიანი თანამშრომლობას;
ბენეფიტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი
დაინტერესებულმა პირებმა, ზემოხსენებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „ მექანიკოსი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.