შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/) საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე:
კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
- სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტიზირებული პროდუქციით დატვირთვა;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ
ანაზღაურება : 950 ლარი ხელზე ასაღები
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- დაწინაურებისთვის სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია
- დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა, ზემოხსენებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „ მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.