შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/) საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას ქსელის მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე საქონლის პოზიციონირება;
- თაროზე პროდუქციის განლაგება, ფასებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
სამუშაო ადგილმდებარეობა: – ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი / 890 ლარი ხელზე ასაღები.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე / დასვენების დღე – კვირა
სამუშაო დრო
- ორშაბათი – პარასკევის ჩთ: 09:00 – 17:30.
- შაბათი: – 09:00 – 15:00;
პიროვნული თვისებები:
- სისწრაფე, ოპერატიულობა, კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:
- განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
- კორპორატიული ნომერი.
დაინტერესებულმა პირებმა, ზემოხსენებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „ ქსელის მერჩენდაიზერი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.