“სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწყობში დაწინაურების პერსპექტივით
პოზიცია: საწყობის ცვლის მენეჯერის დამხმარე – დღის და ღამის ცვლაში:
კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემოსული შეკვეთების აწყობა;
- საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე და ა.შ.);
- საწყობში ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი;
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით;
- დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სამუშაო დრო: ღამის ცვლის მენეჯერის დამხმარე – ღამის ცვლაში მორიგეობა დღეგამოშვებით / 20:00 -06:00 საათი
- სამუშაო დრო: დღის ცვლის მენეჯერის დამხმარე – დღის ცვლა ორშაბათიდან შაბათის ჩთ. / 06:00 – 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
ანაზღაურება:
ღამის ცვლის მენეჯერის დამხმარე:
ფიქსირებული ხელფასი 620 ლარი + ბონუსი 300 ლარიდან (აწყობილი პროდუქციის მიხედვით);
დღის ცვლის მენეჯერის დამხმარე:
ფიქსირებული ხელფასი 731 ლარი + ბონუსი
ბენეფიტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა / კორპორატიული ნომერი / კვება
დაინტერესებულმა პირებმა, ზემოხსენებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „ საწყობის ცვლის მენეჯერის დამხმარე – დღის და ღამის ცვლაში “ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.